9 თებერვალს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ჩატარდა მშენებლობის, არქიტექტურის მიმართულების დარგობრივი საბჭო. სხდომაზე განიხილეს პროფესიული კვალიფიკაციების ოპტიმიზაციის საკითხი და შესაბამისი მიმართულების პროფესიული სტანდარტები.
მშენებლობის, არქიტექტურის მიმართულების დარგობრივმა საბჭომ, რომელიც დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, დადებითი რეკომენდაცია მისცა ცენტრის დირექტორს ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემის მემონტაჟის, მეტალოპლასტმასისა და ალუმინის კარ-ფანჯრების დამამზადებელ-მემონტაჟის, ამზომველ-ტოპოგრაფისა და მღებავის პროფესიული სტანდარტების დამტკიცებასთან დაკავშირებით.