11 თებერვალს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა სამუშაო შეხვედრა იმ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან, რომლებიც გეგმავენ ავტორიზაციის ხუთწლიანი პერიოდის გავლის შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, ახლიდან წარმოადგინონ საავტორიზაციო განაცხადი. დაწესებულებებს ასევე მიეწოდა ინფორმაცია ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების თავისებურებების შესახებ.
დაწესებულებების წარმომადგენლებს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერის მიერ, მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია ავტორიზაციის სტანდარტებთან და პროცედურებთან დაკავშირებით.
შეხვედრა იყო ინტერაქტიული და წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.