FAQ

სემინარი აგრარული პროფესიული კვალიფიკაციების ფორმირებისა და ოპტიმიზაციის საკითხებზე

«ივლისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910
16 თებერვალი 2016

12 და 13 თებერვალს , კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებითა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამასთან აქტიური თანამშრომლობით გაიმართა სემინარი თემაზე: „აგრარული პროფესიული კვალიფიკაციების ფორმირება და ოპტიმიზაცია“.

სემინარში მონაწილეობნენ: გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები, გაეროს პროგრამის ფარგლებში აგრარული, ვეტერინარიისა და სასურსათო ტექნოლოგიების მიმართულებით შემუშავებული 8 პროფესიული სტანდარტისა და მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფასილიტატორები - დარგის ექსპერტები, მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და  პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის წარმომადგენლები, „სოფლის მეურნეობის, სატყეო საქმის, ვეტერინარიის მიმართულების დარგობრივი საბჭოს“ წევრები და სოფლის მეურენობის სამინისტროს წარმომადგენლები.

სემინარზე განიხილეს: პროფესიული განათლების კვალიფიკაციების ფორმირების მიდგომები საერთაშორისო გამოცდილების კონტექსტში; პროფესიული კვალიფიკაციების ოპტიმიზაციის არსებული ნიმუშები, აგრარული პროფესიული კვალიფიკაციების ოპტიმიზაციის შესაძლებლობები, შრომის ბაზრის კვლევის შედეგები და პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს პროექტი.

სემინარის დასრულების შემდეგ  გაიმართა „სოფლის მეურნეობის, სატყეო საქმის, ვეტერინარიის მიმართულების დარგობრივი საბჭოს“ სხდომა.