22 თებერვალს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, გაიმართა შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელელებელ სსიპ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ასევე კერძო უსდ-ებთან და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ დაწესებულებების დირექტორები, ხარისხის მართვის მენეჯერები და სასწავლო პროცესის მართვის ხელმძღვანელები.
შეხვედრაზე განიხილეს ინფორმაცია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში პროფესიული განათლების მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებებისა და შესაბამისად დაგეგმილი აქტივობების შესახებ და მოდულური პროგრამების დანერგვის ახალ ეტაპთან დაკავშირებული საკითხები.
საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის საინტერესო კითხვებს განათლების ხარისხის განვითრების ეროვნული ცენტრისა და პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის წარმომადგენლებმა უპასუხეს.