FAQ

მოდულური პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული შეხვედრები გრძელდება

1 მარტი 2016

განათლების ხარისხის გავითარების ეროვნული ცენტრის პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის თანამშრომლები აგრძელებენ ვიზიტებს იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებიც 2015 წლის შემოდგომის მიღებიდან ახორციელებენ მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს.  26-27 თებერვალს,  პროგრამის მენეჯერი კახაბერ ერაძე და მოდულური პროგრამების დანერგვის კომპონენტის კოორდინატორი ნანი დალაქიშვილი შეხვდნენ სსიპ შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის სენაკის კოლეჯისა და სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების მასწავლებლებსა და დაწესებულებების ადმინისტრაციების წარმომადგენლებს. შეხვედრებზე მოდულური პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებულ, მასწავლებლებისთვის  საინტერესო ბევრ კითხვას გაეცა  ამომწურავი პასუხი.   

მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს ასეთი შეხვედრების საჭიროება და კიდევ ერთხელ გამოხატეს მზაობა მოდულური პროგრამების დასანერგად.