1 მარტს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ჩატარდა ხელოვნების, განათლების, ჰუმანიტარული მიმართულების დარგობრივი საბჭო. სხდომაზე განხილული იქნა სავალდებულო ზოგადი მოდულების ანალიზის შესახებ მომზადებული პრეზენტაცია, ასევე, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მიერ ინიცირებული ქართული ენის სავალდებულო ზოგადი მოდულები (A2 და B1).
ხელოვნების, განათლების, ჰუმანიტარული მიმართულების დარგობრივმა საბჭომ, რომელიც დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, დადებითი რეკომენდაცია მისცა ცენტრის დირექტორს ქართული ენის სავალდებულო ზოგადი მოდულების დამტკიცებასთან დაკავშირებით. ასევე, გაცემული იქნა რეკომენდაცია ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს მიერ 2006 წლის 18 დეკემბერს შემუშავებულ დოკუმენტთან (2006/962/EEC), შესაბამისობაში მოყვანის მიზნით განხორციელდეს უკვე შემუშავებული სავალდებულო ზოგადი მოდულების გაანალიზება/გადამუშავება.