FAQ

შეხვედრა „ტრანსნაციონალური განათლების ხარისხისა და აღიარების ხელშეწყობა სომხეთსა და საქართველოში“ პროექტის ფარგლებში

4 მარტი 2016


ტემპუსის პროექტის „ტრანსნაციონალური განათლების ხარისხისა და აღიარების ხელშეწყობის“ ფარგლებში,განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში  2 მარტსგაიმართა შეხვედრა,რომელსაც ესწრებოდნენ პროექტის კოორდინატორი ფრანგული უნივერსიტეტი სომხეთში, საქართველოში პარტნიორი უნივერსიტეტების (კავკასიის უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია), განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და „ერაზმუს პლუსის“პროგრამის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე განიხილეს პარტნიორ უნივერსიტეტებში ერთობლივი პროგრამების ინდიკატორების სამუშაო ვერსიის პილოტირების საკითხი, ასევე,  სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები და პროექტის შედეგების დისემინაციის ღონისძიების გამართვა  საქართველოში, თბილისში.

ერთობლივი პროგრამების შეფასების ინდიკატორების შემუშავება მიმდინარეობს პროექტის უცხოელ და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად.  პილოტირების შედეგები ცნობილი გახდება ფართო საზოგადოებისათვის პროექტის ფარგლებში დაგეგმილ კონფერენციაზე, რომელიც სექტემბერში გაიმართება.

შეხვედრა „ტრანსნაციონალური განათლების ხარისხისა და აღიარების ხელშეწყობა სომხეთსა და საქართველოში“ პროექტის ფარგლებში