FAQ

შეხვედრა მასწავლებლებთან

11 მარტი 2016

2016 წლის 7 და 9 მარტს პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები ჩატარდა რაოდენობრივი წიგნიერებისა და უცხოური ენის მოდულების მასწავლებლებთან. შეხვედრის მიზანი იყო მოდულების განხორციელების გამოცდილების ურთიერთგაზიარება და წამოჭრილი პრობლემების იდენტიფიკაცია. პროგრამა ასეთ შეხვედრებს სისტემატურად განახორციელებს, რათა შემუშავებული მოდულები პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით უფრო დაიხვეწოს მათი განხორციელების ხარჯების ოპტიმიზაციის დასწავლის შედეგების ეფექტურად მიღწევის მიზნით. 

შეხვედრა მასწავლებლებთან