ბიზნესის, ადმინისტრირების, სამართლის მიმართულების დარგობრივი საბჭო ჩატარდა

14 მარტი 2016

11 მარტს,სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, ჩატარდა ბიზნესის, ადმინისტრირების, სამართლის მიმართულების დარგობრივი საბჭო. სხდომაზე განხილულ იქნა სადაზღვევო აგენტის პროფესიული სტანდარტი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი, ასევე ახალი პროფესიული სტანდარტებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტების პროექტების შემუშავების საკითხი.

ბიზნესის, ადმინისტრირების, სამართლის მიმართულების დარგობრივმა საბჭომ, რომელიც დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, დადებითი რეკომენდაცია მისცა ცენტრის დირექტორს სადაზღვევო აგენტის პროფესიული სტანდარტისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის დამტკიცებასთან დაკავშირებით.

ბიზნესის, ადმინისტრირების, სამართლის მიმართულების დარგობრივი საბჭო ჩატარდა