FAQ

ხელოვნების, განათლების, ჰუმანიტარული მიმართულების დარგობრივი საბჭო ჩატარდა

21 მარტი 2016

17 მარტს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, ჩატარდა ხელოვნების, განათლების, ჰუმანიტარული მიმართულების დარგობრივი საბჭო. სხდომაზე განიხილეს შესაბამისი მიმართულების პროფესიული სტანდარტები და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტები, ასევე ახალი პროფესიული სტანდარტებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტების პროექტების შემუშავების საკითხი.

ხელოვნების, განათლების, ჰუმანიტარული მიმართულების დარგობრივმა საბჭომ, რომელიც დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, დადებითი რეკომენდაცია მისცა ცენტრის დირექტორს მუსიკის რეპეტიტორის, პიანისტ-აკომპანიატორის, იუველირის, მემინანქრის, ფოტოგრაფისა და მქარგავის პროფესიული სტანდარტისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის დამტკიცებასთან დაკავშირებით.

ხელოვნების, განათლების, ჰუმანიტარული მიმართულების დარგობრივი საბჭო ჩატარდა