FAQ

ტრანსპორტის მიმართულების დარგობრივი საბჭო ჩატარდა

16 მარტი 2016

 

16 მარტს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ტრანსპორტის მიმართულების დარგობრივი საბჭოჩატარდა. სხდომაზე განიხილეს ტრაქტორისტ-მემანქანის პროფესიული სტანდარტი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი, ასევე ახალი პროფესიული სტანდარტებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტების პროექტების შემუშავების საკითხი.

ტრანსპორტის მიმართულების დარგობრივმა საბჭომ, რომელიც დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, დადებითი რეკომენდაცია მისცა ცენტრის დირექტორს ტრაქტორისტ-მემანქანის პროფესიული სტანდარტისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის დამტკიცებასთან დაკავშირებით.

ტრანსპორტის მიმართულების დარგობრივი საბჭო ჩატარდა