FAQ

პროექტ MathGeAr-ის საკოორდინაციო შეხვედრა ერევანში

17 მარტი 2016


14-16 მარტს ტემპუსის პროექტ MathGeAr*-ის ფარგლებში მეორე სამუშაო წლის საკოორდინაციო შეხვედრა ქალაქ ერევანში, სომხეთის სააკრედიტაციო სააგენტოში გაიმართა. შეხვედრას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხარისხის უზრუნველყოფის შესაბამისობის, შეფასების და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი ლევან მადათოვი ესწრებოდა.
პროექტის მონაწილეებმა ისაუბრეს პროექტის მიმდინარეობაზე, სტუდენტების მობილობაზე, ჩატარდა ტრენინგი პორტალ mathbridge-ის მოხმარებაზე, რომელიც მათემატიკის კურიკულუმში შეფასების თანამედროვე მეთოდის დანერგვას გულისხმობს.

ქალაქ ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი გაიმართა გაცნობითი სემინარი იმ უნივერსიტეტების წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის, რომლებიც პროექტის მონაწილეები არ არიან.


MathGeAr-ის პროექტში ჩართულნი არიან საქართველოს, სომხეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და ფინეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები. მისი კოორდინატორია ზაარლანდის უნივერსიტეტი. საქართველოს მხრიდან პროექტში მონაწილეობენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია გრენა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და საქართველოს უნივერსიტეტი.

MathGeAr-ის შექმნის მიზანი სამხრეთ კავკასიის უნივერსიტეტებში საინჟინრო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მათემატიკის კურიკულუმების მოდერნიზაციაა.


პროექტისა და მასში მონაწილე მხარეების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ პროექტის ვებგვერდზე - http://www.mathgear.eu/


* Modernization of Mathematics Curricula for Engineering and Natural Sciences in South Caucasian Universities by Introducing Modern Educational Technologies
სამხრეთ კავკასიის უნივერსიტეტებში საინჟინრო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მათემატიკის კურიკულუმების მოდერნიზაცია სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით

 პროექტ MathGeAr-ის საკოორდინაციო შეხვედრა ერევანში