FAQ

იწყება სემინარების ციკლი „საუბრები განათლების შესახებ“

6 ნოემბერი 2014

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი იწყებს სემინარების ციკლს „საუბრები განათლების შესახებ“. სემინარების მიზანია შეიქმნას პლატფორმა, სადაც შესაძლებელი იქნება განათლების საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობა, საგანმანათლებლო თეორიების განხილვა და მათი პრაქტიკასთან დაკავშირება. ეს საინტერესო იქნება როგორც განათლების სფეროში მომუშავე პრაქტიკოსებისთვის, ასევე, დამწყები სპეციალისტებისა და სტუდენტებისთვის.
 
სემინარებს წარუძღვება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ელენე ჯიბლაძე, მოწვეული სტუმრები იქნებიან:
 
13 ნოემბერს, 17:00-19:00 საათი, განათლების ექსპერტი  ბატონი პაატა პაპავა, რომელიც ისაუბრებს თემაზე „განათლების ძირითადი იდეოლოგიები“
24 ნოემბერს, 17:00-19:00 საათი, განათლების ექსპერტი ბატონი სიმონ ჯანაშია, თემით „სოციალური თეორიები განათლების შესახებ“.
 
მომდევნო სემინარების განრიგი ხელმისაწვდომი იქნება ხარისხის განვითარების ცენტრის ვებგვერდზე.
 
სემინარები ჩატარდება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. მისამართი: მ. ალექსიძის ქ. 1

იწყება სემინარების ციკლი „საუბრები განათლების შესახებ“