FAQ

EFQM-ის პროექტის ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

18 მარტი 2016


18 მარტს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ორგანიზაციული განვითარების სამსახურის ინიციატივით EFQM-ის პროექტის - „ორგანიზაციის შიდა ხარისხის მართვა“ - ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პროექტში ჩართულმა თანამშრომლებმა მიმდინარე პროექტების გაუმჯობესების სამუშაო ვერსიების პრეზენტაციები წარმოადგინეს. შეხვედრაზე განიხილეს პროექტები ადამიანური რესურსების შეფასების, სტრატეგიის განახლების, ინსტიტუციური მეხსიერების შექმნისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების უკუკავშირის შესახებ. 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი EFQM-ის ორგანიზაციის შიდა ხარისხის მართვის სრულყოფის მოდელის დანერგვას გეგმავს.

EFQM-ის პროექტის ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა