განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი კერძო და სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მხარეებმა განიხილეს არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების რეკომენდაციების პროექტი, მასში შესატანი ცვლილებები და დამატებების მომზადებისა და გათვალისწინების საკითხები.
შეხვედრის მონაწილეები არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარებასთან დაკავშირებით თავიანთ მოსაზრებებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უმოკლეს ვადებში წარმოუდგენენ, მათი შენიშვნები რეკომენდაციების პროექტში აისახება.