28 მარტს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულების დარგობრივი საბჭოს სხდომა ჩატარდა. სხდომაზე განიხილეს შესაბამისი მიმართულების პროფესიული სტანდარტები და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტები, ასევე ამ დარგში წარმოდგენილი ინიცირებები.
ინფორმაციული საკომუნიმაკაციო ტექნოლოგიების მიმართულების დარგობრივმა საბჭომ დადებითი რეკომენდაცია მისცა ცენტრის დირექტორს სამგანზომილებიანი მოდელირებისა და ტექსტურირების სპეციალისტის, ასევე, სამგანზომილებიანი განათებისა და ვიზუალიზაციის სპეციალისტის პროფესიული სტანდარტისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის დამტკიცებასთან დაკავშირებით.