29 მარტს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, ჩატარდა ინჟინერიის მიმართულების დარგობრივი საბჭო. სხდომაზე განხილული იქნა პროფესიულ კვალიფიკაციათა ოპტიმიზაციის საკითხი, შესაბამისი მიმართულების პროფესიული სტანდარტები და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტები, ასევე, ამ დარგში წარმოდგენილი ინიცირებები.
ინჟინერიის მიმართულების დარგობრივმა საბჭომ, რომელიც დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, დადებითი რეკომენდაცია მისცა ცენტრის დირექტორს გარემოს დაცვის ტექნიკოსის, ტრიკოტაჟის მქსოველ-ოპერატორის, ელექტროამძრავისა და ელექტრომომმარაგებელი დანადგარების ტექნიკოსის, მყარი სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების ტექნოლოგიის სპეციალისტის, სამთო ელექტრომექანიკოსისა და სამთო ტექნიკოსის პროფესიული სტანდარტისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის დამტკიცებასთან დაკავშირებით.