მეწარმეობის სწავლების მეორე საერთაშორისო კონფერენცია ბელფასტში გაიმართა

18 აპრილი 2016


4-6 აპრილს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერი კახაბერ ერაძე ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მეწარმეობის სწავლების მეორე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა. განათლების ევროპული ფონდის მიერ ორგანიზებული კონფერენცია ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტში გაიმართა. ღონისძიებაში საქართველოსთან ერთად მონაწილეობდნენ დიდი ბრიტანეთის, ხორვატიის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, მოლდოვისა და ბელორუსის წარმომადგენლები.

კონფერენციაზე განიხილეს სამეწარმეო უნარების ევროპული ჩარჩოს პროექტი და ერთმანეთს პროფესიული განათლების სისტემაში სამეწარმეო უნარების განვითარების კუთხით არსებული გამოცდილება გაუზიარეს.

მეწარმეობის სწავლების მეორე საერთაშორისო კონფერენცია ბელფასტში გაიმართა