22-23 მარტს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა მორიგი სამუშაო შეხვედრა ხარისხის მართვის ევროპული ფონდის (EFQM) სრულყოფის მოდელის დანერგვასთან დაკავშირებით.
შეხვერას უძღვებოდა EFQM-ის კონსულტანტი დოქტორი სიუზან კალდშმიდტი. ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, შეხვედრაში მონაწილეობდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, თამარ სანიკიძე და მისი მოადილე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, გიორგი შარვაშიძე.
მონაწილეებმა განიხილეს და შეაფასეს მოდელის დანერგვის ფარგლებში განხორციელებული ცენტრის შიდა ხარისხის მართვის გასაუმჯობესებელი პროექტები.
2016 წლის 4 აპრილს დაგეგმილია განხორციელებული პროექტების ვალიდაცია. შეფასებას განახორციელებს EFQM-ის ლიცენზირებული ვალიდატორი. პროექტების დადებითად შეფასების შემთხვევაში ცენტრი მოიპოვებს ხარისხის მართვის ევროპული ფონდის აღიარებას.