FAQ

ტრენინგი თემაზე - „პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განახლებული ჩარჩოს კომპონენტების პილოტირება“

20 აპრილი 2016


ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (MCA Georgia) პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის” ფარგლებში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, 18-20 აპრილს ჩატარდა სამდღიანი ტრენინგი თემაზე - „პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განახლებული ჩარჩოს კომპონენტების პილოტირება“. ტრენინგის მასპინძელი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ იყო.

ტრენინგს უძღვებოდნენ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პროექტის ექსპერტები დონალდ პატერსონი და ანასტასია ქიტიაშვილი.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრისა და საზოგადოებრვ კოლეჯ „აისის“ ხარისხის მართვის მენეჯერები, პროფესიული განათლების მასწავლებლები, პროფესიული განათლების ექსპერტებიგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები.

პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განახლებული ჩარჩოს კომპონენტების პილოტირების ფარგლებში დაგეგმილია შესაბამისი აქტივობების გაგრძელება.

ტრენინგი თემაზე - „პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განახლებული ჩარჩოს კომპონენტების პილოტირება“