FAQ

შეხვედრა ჯანდაცვის მიმართულების პროფესიულ პროგრამებთან დაკავშირებით

27 აპრილი 2016

 

27 აპრილს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის წარმომადგენლები  საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „კარიტასის“ ინიციატივით მოწვეულ გერმანელ სპეციალისტებს შეხვდნენ. ფრეიბურგის გამოყენებითი მეცნიერებების კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა კორნელია კრიჩელდორფმა და ანნე კელნერმა, კარიტასის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა გაიოზ ყუბანეიშვილმა და ამავე ორგანიზაციის საერთაშორისო ექსპერტმა მაუელ ბენტელერმა შეხვედრაზე ისაუბრეს სამედიცინო და სოციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ახალი მიდგომის, კერძოდ დუალური სწავლების ფორმით განხორციელების შესაძლებლობებზე. ექსპერტებმა, პროფესიული კვალიფიკაციის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის წარმომადგენლებს, გაუზიარეს საერთაშორისო გამოცდილება, რაც გერმანულ მხარეს გააჩნია ამ მიმართულებით.

ყურადღება გამახვილდა კარიტასის ჩართულობით, პროგრამასთან ფარგლებში შექმნილ „შინმოვლის“ მოდულზე და ამ მოდულის განვითარებაზე. 

შეხვედრაზე აღინიშნა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ვალდებულებები, რაც გულიხმობს გარკვეული სტანდარტების დანერგვასა და დაცვას სოციალური და ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით. ხაზი გაესვა პედაგოგთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მნიშვნელობასა და საჭიროებას.

 

შეხვედრა ჯანდაცვის მიმართულების პროფესიულ პროგრამებთან დაკავშირებით