5 მაისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ჩატარდა ინჟინერიის მიმართულების დარგობრივი საბჭო. სხდომაზე განხილული იქნა მობილურ-საკომუნიკაციო აპარატების ტექნიკოსის მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ტექნიკური აღჭურვილობის ნორმატივების ცვლილების საკითხი. წარმოდგენილი ცვლილებების ინიციატორი იყო სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“.
ინჟინერიის მიმართულების დარგობრივმა საბჭომ, რომელიც დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, დადებითი რეკომენდაცია მისცა ცენტრის დირექტორს, წარმოდგენილი ცვლილებების გათვალისწინებით მოდულების ახალი რედაქციით დამტკიცებასთან დაკავშირებით.