FAQ

შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ეტალონის პროფესიული სტუდენტების საყურადღებოდ!

განცხადების ატვირთვის თარიღი: 13 მაისი 2016


გაცნობებთ, რომ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 5 მაისის სხდომაზე, შპს საზოგადოებრივ კოლეჯ ეტალონს გაუუქმდა ავტორიზაცია, შესაბამისად დაწესებულებას აღარ აქვს უფლება განახორციელოს პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობა და გასცეს განათლების კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ეტალონის პროფესიულ სტუდენტებს, 5 წლის განმავლობაში უჩერდებათ პროფესიული სტუდენტის სტატუსი და უფლებამოსილნი არიან, გადავიდნენ სხვა ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით  2 200 220 (3525 ან 3542)