18 მაისს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის, გაეროს განვითარების პროგრამის და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს სოფლის მეურნეობის მიმართულების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელთა განხორციელებაც შესაძლოა დუალური პრინციპით დაიწყოს.
ამჟამად, ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს საქართველოს პროფესიული განათლების სისტემაში განათლების გერმანული (დუალური) მოდელის ადაპტირებისა და დანერგვის მიმართულებით.