FAQ

შეხვედრა ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში ცვლილების განხორციელებასთან დაკავშირებით

31 მაისი 2016



1 ივნისს, 15:00 საათზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართება შეხვედრა, რომელზეც განსახილველად წარმოდგენილი იქნება სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივა - ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დანართი №4-ით განსაზღვრული ინჟინერიის მიმართულების არსებული ქვედარგი/სპეციალიზაციის - კომპიუტერული ინჟინერიის, დარგის/სპეციალობის ჩამონათვალში გადატანის საკითხი.

დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც გსურთ განხილვაში მონაწილეობის მიღება, გთხოვთ მომართოთ ცენტრს შემდეგ ტელეფონებზე: 2200220 (3509); 577278843 ან მოგვწეროთ ელფოსტაზე - info@eqe.ge.