FAQ

სამუშაო შეხვედრა მეწარმეობის მოდულთან დაკავშირებით

1 ივნისი 2016
პირველ ივნისს პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამა საგანმანათლებლო დაწესებულებების მეწარმეობის ზოგადი სავალდებულო მოდულის განმახორციელებელ მასწავლებლებს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილეს ის კომენტარები და შენიშვნები რაც მოდულური პროგრამების დანერგვის ხელშეწყობის პროცესში განხორციელებული გამოკითხვების შედეგად გამოვლინდა. 

პროგრამის მენეჯერმა კახაბერ ერაძემ მასწავლებლებს გააცნო ხედვები მეწარმეობის სწავლებასთან და მოდულში მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით.

მასწავლებლებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და განიხილეს მოდულის განხორციელების სპეციფიკა სხვადასხვა პროფესიის კონტექსტში.
 
 
სამუშაო შეხვედრა მეწარმეობის მოდულთან დაკავშირებით