FAQ

ტრანსპორტის მიმართულების დარგობრივი საბჭოს სხდომა ჩატარდა

23 ივნისი 2016

20 ივნისს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ჩატარდა ტრანსპორტის მიმართულების დარგობრივი საბჭო. სხდომაზე განიხილეს ტრაქტორისტ-მემანქანისა და მძიმე სამშენებლო ტექნიკის (ავტოგრეიდერი, სატვირთველი და ჰიდრავლიკური ექსკავატორი) ოპერატორის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში შემავალი სასწავლო გარემოსა და მინიმალური მატერიალური რესურსის ტექნიკური მახასიათებლები და განხორციელდა მათი დაზუსტება/დაკონკრეტება. 
ტრანსპორტის მიმართულების დარგობრივმა საბჭომ, რომელიც დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, დადებითი რეკომენდაცია გაუწია სასწავლო გარემოსა და მინიმალური მატერიალური რესურსების ბაზებისთვის შემუშავებული ტექნიკური მახასიათებლების მიღებას.

ტრანსპორტის მიმართულების დარგობრივი საბჭოს სხდომა ჩატარდა