FAQ

ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულების დარგობრივი საბჭოს სხდომა ჩატარდა

23 ივნისი 2016

22 ივნისს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ჩატარდა ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულების დარგობრივი საბჭო. სხდომაზე განიხილეს საინფორმაციო წიგნიერების მესამე და მეხუთე საფეხურის სავალდებულო ზოგადი მოდულები, ასევე სამგანზომილებიანი განათების და ვიზუალიზაციის სპეციალისტისა და სამგანზომილებიანი მოდელირების და ტექსტურირების სპეციალისტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში შემავალი სასწავლო გარემოსა და მინიმალური მატერიალური რესურსების ტექნიკური მახასიათებლები.
ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულების დარგობრივმა საბჭომ, დადებითი რეკომენდაცია მისცა ცენტრის დირექტორს საინფორმაციო წიგნიერების მესამე და მეხუთე საფეხურის სავალდებულო ზოგადი მოდულების დამტკიცებასთან დაკავშირებით, ასევე დადებითი რეკომენდაცია გაუწია სასწავლო გარემოსა და მინიმალური მატერიალური რესურსის ბაზებისთვის შემუშავებული ტექნიკური მახასიათებლების მიღებას.

ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულების დარგობრივი საბჭოს სხდომა ჩატარდა