FAQ

შეხვედრა მოდულური პროფესიული პროგრამების სტუდენტებთან

29 ივნისი 2016

28 ივნისს, განათლების ხარისხის განვითრების ეროვნულმა ცენტრმა მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს უმასპინძლა.

მოდულური პროგრამების განხორციელების დაწყებიდან ერთი სასწავლო წელი გავიდა. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამა ახორციელებს მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერას და განხორციელების მონიტორინგს. პროგრამის სტუდენტების, როგორც მნიშვნელოვანი მხარის აზრი მოდულური პროგრამების და მათი განხორციელების პროცესის შესახებ მნიშვნელოვანია დანერგვის პროცესის შეფასებისათვის.

შეხვედრას თბილისში არსებული საჯარო და კერძო კოლეჯების ორმოცამდე სტუდენტი დაესწრო. მათ მოდულურ პროგრამებზე საკუთარი მოსაზრებები მოკლე პრეზენტაციების სახით წარმოადგინეს. შეხვედრის პარალელურად ცენტრის ფოიეში გამოიფინა მოდულური პროგრამების ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები.

შეხვედრა მოდულური პროფესიული პროგრამების სტუდენტებთან