FAQ

ბიზნესის, ადმინისტრირების, სამართლის მიმართულების დარგობრივი საბჭოს სხდომა ჩატარდა

«მაისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678
24 ივნისი 2016

23 ივნისს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ჩატარდა ბიზნესის, ადმინისტრირების, სამართლის მიმართულების დარგობრივი საბჭო. სხდომაზე განიხილეს მდივან-რეფერენტის პროფესიული სტანდარტი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი, ასევე, სადაზღვევო აგენტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში შემავალი სასწავლო გარემოსა და მინიმალური მატერიალური რესურსის ტექნიკური მახასიათებლები.

ბიზნესის, ადმინისტრირების, სამართლის მიმართულების დარგობრივმა საბჭომ, რომელიც დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, დადებითი რეკომენდაცია მისცა ცენტრის დირექტორს მდივან-რეფერენტის პროფესიული სტანდარტისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის დამტკიცებასთან დაკავშირებით, ასევე დადებითი რეკომენდაცია გაუწია სადაზღვევო აგენტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში შემავალი სასწავლო გარემოსა და მინიმალური მატერიალური რესურსების ბაზებისთვის შემუშავებული ტექნიკური მახასიათებლების მიღებას.