მოდულური პროგრამების მასწავლებლების ონლაინ გამოკითხვა ჩატარდა

29 ივნისი 2016


პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ა.წ. ივნისის თვეში დაიგეგმა და განხორციელდა მოდულური პროგრამების მასწავლებლების ონლაინ გამოკითხვა.

გამოკითხვა მიმდინარეობდა Google Drive - ფორმაში, რაც უფრო მოქნილს ხდიდა პროცესს. საერთო ჯამში გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 263 პედაგოგმა. გამოკითხვა იყო ანონიმური და პედაგოგებს ჰქონდათ საშუალება თამამად დაეფიქსირებინათ თავიანთი მოსაზრება მოდულურ სწავლებასთან მიმართებაში.

გამოკითხულთა 89 % დადებითად აფასებს მოდულური პროგრამების დანერგვის მნიშვნელობას პროფესიული განათლების ხარისხის განვითარებისათვის.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხული პედაგოგების 99,2% ჩართულია მოდულური პროგრამების განხორციელებაში. 84,4% თვლის, რომ მოდულური პროგრამები უკეთ ასახავენ დამსაქმებელთა მოთხოვნებსა და საჭიროებებს. 87, 6% თვლის, რომ მოდულური პროგრამები მეტადაა ორიენტირებული სტუდენტების მიერ პრაქტიკული უნარების გამომუშავებაზე. 88,8 % თვლის, რომ სასწავლო პროცესი უკეთაა უზრუნველყოფილი მოდულური პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობით. 88,3 % თვლის, რომ სასწავლო პროცესი უკეთაა უზრუნველყოფილი მოდულური პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო მასალებით და ნედლეულით.  78,2 % თვლის, რომ მოდულური პროგრამების დანერგვის პროცესი მეტადაა უზრუნველყოფილი დანერგვის მხარდაჭერის აქტივობებით (დანერგვის ექსპერტთა ვიზიტები, ინდივიდუალური და on-line კონსულტაციები, მასწავლებელთა სემინარები და ტრენინგები და სხვა).

გამოკითხვამ აჩვენა, რომ მასწავლებლები 79,2% დანერგვის თითქმის ერთწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით მოდულური პროგრამების დანერგვის გამოწვევად მიიჩნევს  მასწავლებელთა კომპეტენციას სწავლების მეთოდებში.

 



აღნიშნული გამოკითხვა განხორციელდა მოდულური პროგრამების დანერგვის დაწყებიდან ერთი წლის თავზე.