24 ივნისს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ჩატარდა სოფლის მეურნეობის, სატყეო საქმის, მეთევზეობის, ვეტერინარიის მიმართულების დარგობრივი საბჭო. სხდომაზე განიხილეს შესაბამისი მიმართულების პროფესიული სტანდარტები, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტები, სასწავლო გარემოსა და მინიმალური მატერიალური რესურსის ტექნიკური მახასიათებლები და ინიცირებები.
სოფლის მეურნეობის, სატყეო საქმის, მეთევზეობის, ვეტერინარიის მიმართულების დარგობრივმა საბჭომ, რომელიც დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, დადებითი რეკომენდაცია მისცა ცენტრის დირექტორს მებაღისა და მებაღე-ტექნიკოსის პროფესიული სტანდარტებისა და შეასბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტების დამტკიცებასთან დაკავშირებით, ასევე, დადებითი რეკომენდაცია გაუწია სამკურნალო მცენარეების დამამზადებლისა და თევზის მომშენებელ-ოპერატორის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში შემავალი სასწავლო გარემოსა და მინიმალური მატერიალური რესურსების ბაზებისთვის შემუშავებული ტექნიკური მახასიათებლების მიღებას.