FAQ

მომსახურების მიმართულების დარგობრივი საბჭოს სხდომა

27 ივნისი 2016

24 ივნისს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ჩატარდა მომსახურების მიმართულების დარგობრივი საბჭო. სხდომაზე განხილული იქნა კონდიტერისა და მზარეულის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში შემავალი სასწავლო გარემოსა და მინიმალური მატერიალური რესურსის ტექნიკური მახასიათებლები, ასევე, ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს მე-4 დანართში შემავალი მომსახურების სფეროს შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციები.

მომსახურების მიმართულების დარგობრივმა საბჭომ, რომელიც დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, დადებითი რეკომენდაცია გაუწია კონდიტერისა და მზარეულის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში შემავალი სასწავლო გარემოსა და მინიმალური მატერიალური რესურსების ბაზებისთვის შემუშავებული ტექნიკური მახასიათებლების მიღებას.

მომსახურების მიმართულების დარგობრივი საბჭოს სხდომა