27 ივნისს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ჩატარდა მშენებლობის, არქიტექტურის მიმართულების დარგობრივი საბჭო. სხდომაზე განიხილეს ჰიდროტექნიკური მშენებლობის ტექნიკოსის, კალატოზის, მებათქაშისა და მღებავის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში შემავალი სასწავლო გარემოსა და მინიმალური მატერიალური რესურსის ტექნიკური მახასიათებლები და განხორციელდა მათი დაზუსტება/დაკონკრეტება.
მშენებლობის, არქიტექტურის მიმართულების დარგობრივმა საბჭომ, რომელიც დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, დადებითი რეკომენდაცია გაუწია წარმოდგენილი პროფესიული პროგრამების სასწავლო გარემოსა და მინიმალური მატერიალური რესურსების ბაზებისთვის შემუშავებული ტექნიკური მახასიათებლების მიღებას.