FAQ

ინჟინერიის მიმართულების დარგობრივი საბჭოს სხდომა

28 ივნისი 2016

27 ივნისს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ჩატარდა ინჟინერიის მიმართულების დარგობრივი საბჭო. სხდომაზე განიხილეს ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს მე-4 დანართში ინჟინერიის მიმართულების შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციები, ასევე, გარემოს დაცვის ტექნიკოსის, სამთო ტექნიკოსის, სამთო ელექტრომექანიკოსის, მყარი სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების ტექნოლოგიის სპეციალისტის, ელექტროამძრავისა და ელექტრომომმარაგებელი დანადგარების ტექნიკოსისა და ტრიკოტაჟის მქსოველ-ოპერატორის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში შემავალი სასწავლო გარემოსა და მინიმალური მატერიალური რესურსის ტექნიკური მახასიათებლები. 
ინჟინერიის მიმართულების დარგობრივმა საბჭომ, რომელიც დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, დადებითი რეკომენდაცია გაუწია წარმოდგენილი პროფესიული პროგრამების სასწავლო გარემოსა და მინიმალური მატერიალური რესურსების ბაზებისთვის შემუშავებული ტექნიკური მახასიათებლების მიღებას.

ინჟინერიის მიმართულების დარგობრივი საბჭოს სხდომა