FAQ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი EFQM-ის ვალიდატორმა დადებითად შეაფასა

«ივნისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
19 აპრილი 2016

18 აპრილს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ხარისხის მართვის ევროპული ფონდის (EFQM) ვალიდატორი, ბატონი მარკ გარნეი სტუმრობდა. ვიზიტის მიზანი იყო ცენტრის მიერ EFQM-ის შიდა ხარისხის მართვის მოდელის დანერგვის შეფასება. 

ვალიდაციის დასრულებისას მარკ გარნეიმ აღნიშნა, რომ ცენტრი შეფასების ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს და წინასწარ მიულოცა მას ვალიდაციის წარმატებით გავლა. მარკ გარნეის შეფასება გადაეგზავნება ხარისხის მართვის ევროპულ ფონდს, რის საფუძველზეც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უახლოეს მომავალში სერტიფიკატით დაჯილდოვდება.