FAQ

სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტების ეფექტური ადმინისტრირების თემაზე სემინარი გაიმართება

12 ივლისი 2016

13-15 ივლისს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში, რეესტრის სამმართველოს მიერ გაიმართება  სემინარი თემაზე  ,,სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტების ეფექტური ადმინისტრირება“ .

სემინარზე განიხილება გრანტების ეფექტური ადმინისტრირებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებები და ჩართული მხარეების (უსდ, ცენტრი, სამინისტრო) უფლება-მოვალეობები, ასევე  სტუდენტთა დაფინანსების ადმინისტრირების პროცესში იდენტიფიცირებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.

სემინარს  დაესწრებიან უმაღლეს საგანმანათლებლო  დაწესებულებებში გრანტების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირები, რომლებთანაც რეესტრის სამმართველო შეძლებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მუდმივ თანამშრომლობას.