FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!

15 ივლისი 2016


18 და 19 ივლისს, 11:00 საათზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართება სამუშაო შეხვედრა 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის პროცესში მონაწილე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისათვის.

შეხვედრას მიზანშეწონილია დაესწროს მობილობაზე ან რეესტრის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი, ერთი დაწესებულებიდან არაუმეტეს ორი ადამიანისა.

შეხვედრის თემა: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მობილობის ადმინისტრირების პროცესი.

შეხვედრის დრო: 18 ივლისი 11:00 საათი

შეხვედრის ადგილი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1, IV სართული