13-15 ივლისს , განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველოს მიერ სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტების ეფექტური ადმინისტრირების თემაზე სემინარი გაიმართა.
სემინარზე განიხილეს გრანტების ეფექტური ადმინისტრირებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებები და ჩართული მხარეების უფლება-მოვალეობები.
სემინარს ესწრებოდნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გრანტების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირები.