განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მობილობით დაინტერესებული პირებისთვის ღია კარის დღე მოაწყო. სტუდენტები და მობილობით დაინტერესებული სხვა პირები შეხვდნენ ცენტრის წარმომადგენლებს და მათგან მიიღეს ინფორმაცია მობილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
მონაწილეებს დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები.
მომდევნო ღია კარის დღე, 8 აგვისტოს 11 საათზე გაიმართება.