FAQ

პროფესიული სტანდარტების და საგანმანათლებლო პროგრამების პროექტების განხილვა - სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების კონცეფციის შესაბამისად

3 აგვისტო 2016

4 აგვისტოს გაიმართება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის, გაეროს განვითარების პროგრამის - UNDP Georgia პროექტის „საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში პროფესიული განათლების და გადამზადების, საკონსულტაციო მომსახურების სისტემების მოდერნიზაცია“ ფარგლებში შექმნილი „მეცხოველე“ და “მეხილე“ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) GMBH -ის კერძო სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში შემუშავებული „მევენახე-მეღვინის“ პროფესიული სტანდარტების და საგანმანათლებლო პროგრამების პროექტების საჯარო განხილვა . დოკუმენტები შემუშავებულია სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების კონცეფციის შესაბამისად.

განხილვები გაიმართება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, ნულოვანი სართულის საკონფერენციო დარბაზში, 4 აგვისტოს 16:00 საათზე.


ნებისმერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება დაესწროს საჯარო განხილვას.