3 აგვისტოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ჩატარდა ბიზნესის, ადმინისტრირების, სამართლის მიმართულების დარგობრივი საბჭო. სხდომაზე განხილულ იქნა მდივან-რეფერენტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისთვის შემუშავებული ტექნიკური აღჭურვილობის სპეციფიკაციები.
ბიზნესის, ადმინისტრირების, სამართლის მიმართულების დარგობრივმა საბჭომ, რომელიც დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, დადებითი რეკომენდაცია მისცა სახელმწიფო შესყიდვების მიზნებისთვის მდივან-რეფერენტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისთვის შემუშავებული ტექნიკური აღჭურვილობის სპეციფიკაციების გამოყენებას.