4 აგვისტოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ჩატარდა ჯანდაცვის, სოციალური დაცვის მიმართულების დარგობრივი საბჭო. სხდომაზე განხილული იქნა ინსტრუქტორი-რეაბილიტატორისა და მეან-ექთანის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისთვის შემუშავებული ტექნიკური აღჭურვილობის სპეციფიკაციები.
ჯანდაცვის, სოციალური დაცვის მიმართულების დარგობრივმა საბჭომ, რომელიც დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, დადებითი რეკომენდაცია მისცა სახელმწიფო შესყიდვების მიზნებისთვის ინსტრუქტორი-რეაბილიტატორისა და მეან-ექთანის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისთვის შემუშავებული ტექნიკური აღჭურვილობის სპეციფიკაციების გამოყენებას.