4 აგვისტოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ჩატარდა ხელოვნების, განათლების, ჰუმანიტარული მიმართულების დარგობრივი საბჭო. სხდომაზე განხილული იქნა ბაღის დიზაინერის, ვიდეო ოპერატორისა და ტელე-რადიო მემონტაჟის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისთვის შემუშავებული ტექნიკური აღჭურვილობის სპეციფიკაციები.
ხელოვნების, განათლების, ჰუმანიტარული მიმართულების დარგობრივმა საბჭომ, რომელიც
დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, დადებითი რეკომენდაცია მისცა სახელმწიფო შესყიდვების მიზნებისთვის ბაღის დიზაინერის, ვიდეო ოპერატორისა და ტელე-რადიო მემონტაჟის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისთვის შემუშავებული ტექნიკური აღჭურვილობის სპეციფიკაციების გამოყენებას.