2016 წლის 12 აგვისტოს, 12:00 საათზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (ალექსიძის N1) გაიმართება შეხვედრა, რომელზეც განსახილველად წარმოდგენილი იქნება სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივა - ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დანართი №4-ით განსაზღვრული ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულების არსებული დარგის/სპეციალობის - რელიგიის კვლევების, მიმართულებათაშორისი დარგების ან სპეციალობების ჩამონათვალში გადატანის საკითხი.
დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც გსურთ განხილვაში მონაწილეობის მიღება, გთხოვთ მომართოთ ცენტრს შემდეგ ტელეფონებზე: 2200220 (3509); 577278843 ან მოგვწეროთ ელფოსტაზე - info@eqe.ge