გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 8 აგვისტოს 90/ნ ბრძანებით ცვლილება შევიდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებაში“.
ცვლილების თანახმად, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის გზით 2016 წელს დამატების მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თვითშეფასების ანგარიშის ცენტრში წარმოდგენა განხორციელდეს 2016 წლის 15 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით. აღნიშნულ პერიოდში პროგრამების დამატების საფასური დაიფარება ცენტრისათვის „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი ასიგნებებიდან, იმ ჩარჩოდოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამებისათვის, რომელთა დამატების მიზნითაც ცენტრში ადმინისტრაციული წარმოება პირველად ტარდება.