FAQ

მობილობით დაინტერესებული პირებისთვის მორიგი ღია კარის დღე გაიმართა

8 აგვისტო 2016


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მობილობით დაინტერესებული პირებისთვის მორიგი ღია კარის დღე მოაწყო. სტუდენტები და მობილობით დაინტერესებული სხვა პირები შეხვდნენ ცენტრის წარმომადგენლებს და მათგან მიიღეს ინფორმაცია მობილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 

მონაწილეებს დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები.

მომდევნო ღია კარის დღე, 16 აგვისტოს 11:00 საათზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართება.

მისამართი: ალექსიძის ქ. 1, ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა (სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია).

მობილობით დაინტერესებული პირებისთვის მორიგი ღია კარის დღე გაიმართა