სტუდენტური დასაქმების პროექტის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტრო 320 სტუდენტს დაასაქმებს. დღეს, საქართველოს განათლებისა მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე პროექტის ”Summer Job” მონაწილე სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი სტუდენტების გაცნობა, იუსტიციის სამინისტროს მხრიდან დამსაქმებლების და შეთავაზებული სამუშაოს შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდება იყო. შეხვედრა რუსთავის იუსტიციის სახლში გაიმართა.
პროექტის ფარგლებში, სტუდენტები იუსტიციის სამინისტროს სამსახურებში იმუშავებენ. საქართველოს ეროვნული არქივი, სამოქალაქო რეესტრის სააგენტო, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა, იუსტიციის სასწავლო ცენტრი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და აღსრულების ეროვნული ბიურო საზაფხულოდ ათეულობით სტუდენტს დაასაქმებს.
წელს პირველად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა -”Summer Job” ხორციელდება. პროექტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზაფხულის არდადეგების პერიოდში 2012 წლის 20 ივლისს ამოქმედდება 20 აგვისტომდე გასტანს. მასში მონაწილეობა საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებს შეუძლიათ. პროექტის ფარგლებში 25 000 სტუდენტი დასაქმდება და მათი ხელფასი 500 ლარი იქნება.