FAQ

მომსახურების სფეროს მიმართულების დარგობრივი საბჭოს სხდომა ჩატარდა

25 აგვისტო 2016


23 აგვისტოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ჩატარდა მომსახურების სფეროს მიმართულების დარგობრივი საბჭოს სხდომა. სხდომაზე განხილულ იქნა სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულების პროფესიული სტანდარტების პროექტები: სამთო გამყოლი, საფეხმავლო გამყოლი, ალპური გამყოლი, სათხილამურო გამყოლი.

პროექტები წარმოდგენილ იქნა საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის მიერ. მომსახურების სფეროს მიმართულების დარგობრივმა საბჭომ, რომელიც დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, მიიღო გადაწყვეტილებები წარდგენილი პროფესიული სტანდარტების პროექტების დამტკიცების შესახებ ცენტრის დირექტორისათვის დადებითი რეკომენდაციების მიცემის თაობაზე.

მომსახურების სფეროს მიმართულების დარგობრივი საბჭოს სხდომა ჩატარდა