FAQ

რეგიონალური უნივერსიტეტების სამუშაო შეხვედრა

2 სექტემბერი 2016

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე რეფორმების საკითხებზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ჩართულობით 29-30 აგვისტოს რეგიონული უნივერსიტეტების სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტებთან ერთად, მონაწილეობდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, ქუთაისის უნივერსიტეტი, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი.

შეხვედრაზე განიხილეს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესში განხორციელებული ცვლილებები და აღნიშნული წესის მოთხოვნათა დაკმაყოფილების მიზნით უნივერსიტეტებში განსახორციელებელი ღონისძიებები და მოდულური პროფესიული პროგრამების ადმინისტრირების საკითხები. წარმოდგენილი იქნა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცდილება ამ მიმართულებით და გაიმართა მსჯელობა სხვადასხვა უნივერსიტეტების გამოცდილების ურთიერთგაზიარების მიზნით.

ასევე, მომხსენებლებმა განიხილეს  ავტორიზაციის ახალი სტანდარტების ძირითადი მოთხოვნები  და განსაზღვრეს  აღნიშნული სტანდარტების დაკმაყოფილების მიზნით  განსახორციელებელი აქტივობები.

რეგიონალური უნივერსიტეტების  სამუშაო შეხვედრა